როისი: "ტურნირს ტრავმის გამო არ გამოვტოვებ"

11-03-2018, 11:01

გერმანიის ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ "დორტმუნის" შემტევმა მარკო როისმა მედიასთან მოახლოებულ მუნდიალზე ისაუბრა. როისის თქმით, ის სრულ მზადყოფნაშია და ტრამვების გამო მსოფლიო ჩემპიონატის გაცდენა აღარ მოუწევს.

"მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატზე თამაშის დიდი სურვილი მაქვს. ამ ტურნირს ტრავმის გამო არ გამოვტოვებ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ გუნდს მუნდიალზე გავყვე და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ვესაუბრე მწვრთნელს და მან ყველა ჩემი პრობლემა იცის", - განაცხადა როისმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა და 40 ფეხბურთელს მოუყარა თავი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით