კაშიას რუსი გაწვრთნის

11-03-2018, 11:59

De Telegraaf-ის ინფორმაციით, ჰოლანდიურ "ვიტესს" მომავალი სეზონიდან რუსეთის ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ "ცსკა"-ს ყოფილი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი გაწვრთნის. წყაროს ცნობით, ლეონიდ სლუცკი პირველი რუსი მწვრთნელია, რომელმაც ჰოლანდიური კლუბი ჩაიბარა.

აღსანიშნავია, რომ რუს ლეონიდ სლუცკის "ვიტესში" ქართველი ლეგიონერი და კლუბის კაპიტანი გურამ კაშია დახვდება, რომელიც "არმენელთა" ბანაკში 2010 წელს ჩაირიცხა.

შეგახსენებთ, რომ ლეონიდ სლუცკი ძირითადად რუსულ კლუბებს წვრთნიდა, მისი სამწვრთნელო კარიერის მონაგარი კი: რუსეთის ჩემპიონობა და ქვეყნის თასის ტიტულებია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით