პოჩეტინო: "ტურინელები მსაჯზე ზეწოლას ახდენდნენ"

10-03-2018, 23:34

ოთხშაბათს გაიმართა უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა, რომელშიც ლონდონის "ტოტენჰემმა" ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა, რის გამოც გამოეთიშა ასპარეზობას.

შეხვედრის განმავლობაში მთავარმა არბიტრმა არაერთი საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, რაზეც კომენტარი "მამლების" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ გააკეთა.

"მატჩის დროს რამდენჯერმე ვნახე, თუ როგორ ცდილობდნენ ტურინელები მსაჯზე ზეწოლას."

"თამაშის წინ არბიტრთან ჯერ ანიელი მივიდა, ბოლოს კი მასთან ერთად მაროტაც იმყოფებოდა." - აცხადებს პოჩეტინო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით