ვინ არის ბრაიან კრისტანტე, რომელმაც მედიაა აალაპარაკა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ვინ არის ბრაიან კრისტანტე, რომელმაც მედიაა აალაპარაკა

11-03-2018, 20:03



საფეხბურთო კლუბ "ატალანტას" ფეხბურთელით გრანდები ინტერესდებიან. ასეთი სათაურით გამოვიდა დღეს უამრავი გაზეთი და ინტერნეტში არსებულმა საიტებმაც მალევე აიტაცეს. საუბარია 23 წლის ბრაიან კრისტანტეზე, რომელიც "ღმერთების" ღირსებას იცავს.

ისტორია

კრისტანტე იტალიაში 1995 წელს დაიბადა და პროფესიული კარიერაც პირველად სამშობლოში დაიწყო. პირველი გუნდი, რომელმაც ამ ფეხბურთელს მოკიდა ხელი "მილანი" იყო სადაც ერთი სეზონი დარჩა და შემდეგ ზღვისპირელებთა რიგებში ჩაირიცხა. იტალიელმა ნახევარმცველმა "ბენფიკაში" 2 წელი გაატარა და გეზი ისევ სამშობლოსკენ აიღო ამჯერად ბოლო გაჩერება "პალერმო" აღმოჩნდა.

სერია ბ-ში თამაშ მობეზრებულმა კრისტანსენმა უკან დასაბრუნებელი ბილეთი იყიდა და ლისაბონში დაბრუნდა, სადაც "ბენფიკას" მაისური კიდევ ერთხელ მოირგო. როგორც სჩანს იტალიელს ლისაბონის ჰავამ აწყინა და აპენინს დაუბრუნდა, სადაც "პესკარაში" ჩაირიცხა და ერთი წელი დაჰყო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ფეხბურთელი 2017 წელს "ბენფიკაში" დაბრუნდა და საბოლოოდ ერთი წლის შემდეგ "ატალანტაში" ჩაირიცხა, სადაც თავის გამოჩენის საშვალება მიეცა და დღეს მისით "ლაციო", "ინტერი" და "ივენტუსია" დაინტერესებული.

სეზონი

მიმდინარე სეზონში ბერგამოელთა ლიდერმა 34 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით