გვილიამ "ლუცერნში" სადებიუტო გოლი გაიტანა

11-03-2018, 21:54

დღეს გაიმართა შვეიცარიის სუპერ ლიგის 25-ე ტურის მატჩი, რომელშიც "ლუცერნმა" "ბაზელს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ერთადერთი გოლი მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა, ვაკო გვილიამ გაიტანა. 23 წლის ნახევარმცველმა მეორე ტაიმის პირველივე წუთზე პასკალ შურფის გადაცემა მიიღო და ერთი შეხებით გადაგზავნა მეტოქის კარში. გვილიასთვის ეს გოლი პირველი გახლავთ ახალი გუნდის რიგებში.

"ლუცერნი" 10 გუნდიან ჩემპიონატში 34 ქულით მე-5 ადგილზეა და ევროპა ლიგის ზონას 1 ქულით ჩამორჩება. 
 


  • tsandro
  • 11 მარტი 2018 21:54
საღოლ, კაი ფორმაშია ვაკო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით