ჰარი კეინმა ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო

11-03-2018, 23:04

დღეს გაიმართა ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურის მატჩი, რომელშიც "ბორნმუთმა" ლონდონის "ტოტენჰემს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:4 დამარცხდა.

მატჩის 34-ე წუთზე სტუმართა ლიდერმა, ჰარი კეინმა ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა. მის ნაცვლად თამაშში ერიკ ლამელა ჩაერთო.

როგორც აღმოჩნდა, ინგლისელი ფორვარდის ტრავმა სერიოზულია. ჰარიმ მეტოქის მეკარესთან შეჯახებისას კოჭი დაიზიანა და არის სერიოზული საშიშროება იმისა, რომ მუნდიალი გამოტოვოს.

წინასწარი ინფორმაციით კეინი მომავალი 2 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება საკუთარ გუნდს.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით