"პსჟ-ს" პრეზიდენტი ნეიმარს პირადად შეხვდება

12-03-2018, 20:48

როგორც ცნობილია, მარსელის "ოლიმპიკთან" მიღებული ტრავმის შემდეგ ნეიმარი სამშობლოში გაემგზავრა, ოპერაცია გაიკეთა და იქ განაგრძობს რეაბილიტაციას.

ამ ყველაფრის პარალელურად, მედია აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს აღარ უნდა საფრანგეთში თამაში და კლუბის გამოცვლაზე ფიქრობს. 

Telefoot-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ამბავმა "პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი ძალიან გააბრაზა და ის აპირებს, რომ ნეიმარს პირადად შეხვდეს და დაელაპარაკოს. 

გამოცემას თუ დავუჯერებთ, უახლოეს დღეებში ნასერ ალ-ხელაიფი ბრაზილიაში ჩაფრინდება, სადაც ნეიმარს შეხვდება და მის მომავალს განიხილავს. 


  • AM11
  • 12 მარტი 2018 21:10
არ წავა ნეიმარი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით