"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" ტიმო ვერნერისთვის იბრძოლებენ

12-03-2018, 20:52

Daily Mirror-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლაიფციგის" ერთ-ერთი ლიდერის, ტიმო ვერნერის შესაძენად "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" იბრძვიან. 

როგორც იურგენ კლოპი ფიქრობს, 22 წლის გერმანელი შემტევი მის გუნდს იდეალურად შეეწყობოდა, ხოლო მოურინიომ "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რათა ვერნერისნაირი ნიჭიერი ფეხბურთელი კონკურენტებს არ დაუთმონ. 

თავის მხრივ, ტიმო ვერნერმა "პრემიერ ლიგის" გუნდები გააფრთხილა, რომ ყიდვაზე არ იფიქრონ, რადგან ის მომდევნო სეზონშიც "ლაიფციგის" შემადგენლობაში აპირებს თამაშს. 


  • AM11
  • 12 მარტი 2018 21:12
უნიჭიერესია ვერნერი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით