რაკიტიჩი: "ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ნეიმარს გუნდში დავაბრუნებდი"

12-03-2018, 20:56

რამდენიმე დღის წინ Mundo Deportivo-მ დაწერა იმის შესახებ, რომ "პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდს, ნეიმარს "ნოუ კამპზე" სურს დაბრუნება. ბრაზილიელი ფეხბურთელი "ლიგა 1-ში" გადასვლას ნანობს. 

აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა ნეიმარის ყოფილმა თანაგუნდელმა, ივან რაკიტიჩმა. ხორვატი ფეხბურთელის თქმით, ის დიდი სიამოვნებით დააბრუნებდა ბრაზილიელ შემტევს "ბარსელონაში". 

"მას ჩემთვის არ დაურეკავს, მაგრამ ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, მისთვის გასახდელის კარს კიდებ ერთხელ გავაღებდი. ძალიან მინდა, რომ ნეიმარი ჩემს გუნდში იყოს. ის ყოველთვის იქნება ჩემს საუკეთესო თერთმეტეულში". - ამბობს რაკიტიჩი 


  • AM11
  • 12 მარტი 2018 21:19
არ დააბრუნებენ ნეიმარს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით