მომავალი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ცვლილებები იქნება

12-03-2018, 21:56

ბოლო თვეების განმავლობაში გახშირდა საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალი სეზონიდან უეფას ჩემპიონთა ლიგაზე სერიოზული ცვლილებები იგეგმებოდა. დღეს კი ეს ცვლილებები ოფიციალურად დადასტურდა.

პირველი მნიშვნელოვანი განსხვავება მიმდინარე და მომავალ სეზონებს შორის იქნება ის, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები ამიერიდან ევროპის დროით 17:55 და 23:00 საათებზე დაიწყება.

გარდა ამისა, მომავალ სეზონში უეფას საუკეთესო საკლუბო ტურნირზე პირდაპირ მოხვდება 26 გუნდი. 6 გუნდი კი საკვალიფიკაციო ეტაპით შეირჩევა.

რაც შეეხება ამ უკანასკნელს, საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხებულ ყველა გუნდს ექნება ევროპა ლიგაზე მოხვედრის შანსი. მაშინ როცა, მიმდინარე სეზონის ჩათვლით ევროპა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად გუნდებს მინიმუმ მე-3 წრეში სჭირდებოდათ გასვლა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით