მოურინიო: "დე ბური პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდი მწვრთნელია"

12-03-2018, 22:13

სულ ცოტა ხნის წინ "კრისტალ პალასის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ დე ბურიმ განაცხადა, რომ წუხს, რადგან მარკუს რაშფორდი მოურინიოს გუნდში თამაშობს.

ეს ყველაფერი პორტუგალიელმა სპეციალისტმა რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დატოვა და ჰოლანდიელ მწვრთნელს მწარედაც "უკბინა".

"მისი სიტყვები წავიკითხე და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ფრანკ დე ბური პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდი მწვრთნელია."

"ის რომ რაშფორდის მწვრთნელი იყოს, ყველა მატჩს წააგებდა." - განაცხადა მოუმ.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით