მოურინიო: "მთელი კლუბი ამ შეხვედრაზე ფიქრობს" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

მოურინიო: "მთელი კლუბი ამ შეხვედრაზე ფიქრობს"

13-03-2018, 10:03

"წითელი ეშმაკების" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ მედიასთან "სევილიაზე" ისაუბრა და აღნიშნა, რომ "სევილია" არის გუნდი, რომელსაც "ლივერპულთან" ორ მატჩში არც ერთი წაგება არ აქვს.

"ჩვენ ვთამაშობთ გუნდთან, რომელმაც "ლივერპულთან" არც ერთი შეხვედრა არ წააგო. მთელი კლუბი ამ შეხვედრაზე ფიქრობს. ყველამ იცის გუნდში, რომ ადვილი გასეირნება არ მოგვიწევს, თუმცა ვალდებულები ვართ გავიმარჯვოთ", - განაცხადა პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, რომ "ოლდ ტრაფორდი" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართ მატჩს უმასპინძლებს და "ეშმაკების" მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლა იქნება.



  • goga1996
  • 13 მარტი 2018 16:44
გავლენ შემდეგ ეტაპზე უეჭველი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით