"ბარსას" ესპანეთის თასის ფორმატის ცვლილება სურს

12-03-2018, 23:16

მოგეხსენებათ, ამჟამად ესპანეთის თასის გათამაშება ორ-რაუნდიანია. ანუ, როგორც გასვლით, ასევე საშინაო მატჩის ჩატარება უწევთ წყვილში საუკეთესოს გამოსავლენად. კატალონიის "ბარსელონას" კი აღნიშნული ფორმატის ცვლილება სურს.

როგორც ცნობილია, კატალონიელები უკმაყოფილოები არიან ამ ფორმატით და თვლიან, რომ ამის გამო ფეხბურთელები კიდევ უფრო მეტად იღლებიან.

გარდა ამისა, "ბლაუგრანას" უნდა, რომ ასევე ესპანეთის სუპერთასის მატჩებიც ერთრაუნდიან შეხვედრად გადაკეთდეს.

მომავალ კვირაში იმართება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები და ერთ-ერთი კანდიდატი, ხუან ლუის ლარეა სწორედ ზემოხსენებული პროექტის განხორცილებას პირდება მხარდამჭერებს. შესაბამისად, დიდი ალბათობა იმისა, რომ ესპანეთის თასზე მომავალი სეზონიდან ერთრაუნდიანი დაპირისპირებები მივიღოთ.



Martalia vetanxmebi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით