მბაპე: "ამიტომ გვაჯობა რეალმა" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

მბაპე: "ამიტომ გვაჯობა რეალმა"

12-03-2018, 23:21

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე მადრიდის "რეალმა" ფრანგული "პსჟ" ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 5:2 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

თამაშიდან რამდენიმე დღის შემდეგ პარიზელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, კილიან მბაპემ ამ დაპირისპირებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ "რეალთან" მატჩამდე მენტალურად მაქსიმალურად მზად ვყოფილიყავით."

"მატჩშიც ყველაფერი ჩავდეთ, თუმცა "რეალმა" გვაჩვენა თუ რა სხვაობაა ჩემპიონებსა და უბრალოდ ძლიერ ფეხბურთელებს შორის." - განაცხადა მბაპემ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით