გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი დუბლებში გადაიყვანეს

13-03-2018, 12:30

ჰოლანდიის "აიაქსის" ხელმძღვანელობამ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი ამინ იუნესი დუბლებში დააქვეითა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის მიზეზი "ჰერევენის" წინააღმდეგ ბოლო წუთზე მინდორზე არ გასვლას უკავშირდება. 

"ამინ იუნესისთვის კარგი მინდა, მაგრამ მან რატომღაც გადაწყვიტა, რომ მოედანზე არ უნდა გასულიყო. ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ფაქტია, რომ გერმანელი ბოლო წუთზე მოედანზე უნდა გასულიყო და კლუბს დახმარებოდა", - განაცხადა "აიაქსის" თავკაცმა ტენ ჰაგმა.

შეგახსენებთ, რომ ერედივიზიონის 27-ე ტურში "აიაქსმა" მეტოქე გუნდი 4:1 გაანადგურა.



Ramagari igrokia iunesi skamze vapshe rato dasves

  • goga1996
  • 13 მარტი 2018 16:46
ბოლო წამებზე რაზე უნდა გაიყვანო ტყუილად ოფლიანდება და ცივდება ფეხბურთელი:დ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით