მოურინიო მატჩის შემდეგ: "სწორედ ამიტომ დავისაჯეთ"

14-03-2018, 02:21

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედი" "სევილიას" მასპინძლობდა საბოლოო ჯამში 1:2 დასრულდა და მონტელას "ნერვიონელები" შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა "ეშმაკების" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ.

"ვფიქრობ, რომ პირველი გოლი შეხვედრაში ყოველთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ თავიდანვე აგრესიული ფეხბურთი ვითამაშეთ. ყველა შეტევა ინტენსიური იყო, თუმცა ვერ გავიტანეთ და თანდათანობით "სევილიამ" ბურთის დაჭერა შეძლო რის შემდეგაც დავისაჯეთ. მეორე ტაიმში 2 ბურთი მივიღეთ", - განაცხადა პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, რომ ორი მატჩის ჯამში "ნერვიონელები" მეოთხედფინალში გავიდნენ. პირველი შეხვედრა სევილიაში ფრედ 0:0 დასრულდა, ხოლო "ოლდ ტრაფორდზე" მონტელამ მოუს "ეშმაკები" არ დაინდო და ტაბლოზე 1:2 დაუფიქსირა.


  • goga1996
  • 14 მარტი 2018 10:19
ფელინი, ლობჟანიძე, გელაშვილი და დვალიშვილი გამოიყვანე კიდე მოედანზე

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით