"სიტის" ვეიგლის შეძენა სურს

14-03-2018, 21:32

ბრიტანული გამოცემა Times-ის ინფორმაციით, მანჩესტერ "სიტი" სერიოზულად არის დაინტერესებული დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა ნახევარმცველის, ჟულიენ ვეიგლის შეძენით.

წყაროს ცნობით, "ქალაქელებმა" უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები ფეხბურთელის თაობაზე. ისინი ვეიგლის სანაცვლოდ არც მეტი არც ნაკლები 80 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ.

როგორც ცნობილია, ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში "სიტი" კვლავ დონეცკის "შახტარის" ბრაზილიელი ფეხბურთელის, ფრედის შეძენას ეცდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით