ინიესტა: "არ მინდა, ესპანურ კლუბებს შევხვდეთ"

15-03-2018, 02:15

ლონდონის "ჩელსის" დამარცხების შემდგომ კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ მომავალ მეტოქეებზე გააკეთა კომენტარი.

"სასიხარულია, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ. ახლა კი დროა მომავალზე ვიფიქროთ."

"სიმართლე გითხრათ, ესპანურ კლუბებს საკმაოდ კარგად ვიცნობ და ვფიქრობ, რომ უმჯობესია მათ არ შევხვდეთ." - აცხადებს ინიესტა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში კატალონიის "ბარსელონას" გარდა კიდევ ორი ესპანური გუნდი, მადრიდის "რეალი" და ანდალუსიის "სევილია" არიან გასული.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით