ინგლისი გადარჩა, კეინი ითამაშებს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ინგლისი გადარჩა, კეინი ითამაშებს

15-03-2018, 12:59

ინგლისის ნაკრებისა და "ტოტენჰემის" შემტევი ჰარი კეინი მსოფლიო ჩემპიონატს არ გამოტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. წყაროს ცნობით, დღეს დილით "დეზების" ლიდერმა შემოწმება გაიარა და დადგინდა, რომ მკურნალობას დაახლოებით ერთი თვე დაჭირდება.

შეგახსენებთ, კეინი კვირას ბორნმუთთან 4:1 მოგებული შეხვედრისას დაშავდა. მეკარესთან ორთაბრძოლისას მას ტერფის მყესები დაუზიანდა. ფაქტია, რომ კეინი პრემიერ ლიგასა და ინგლისის ასოციაციის თასზე პოჩეტინოს არ გამოადგება. რაც შეეხება სანაკრებო მატჩებს, კეინი ორ ამხანაგურ შეხვედრას გამოტოვებს.



  • goga1996
  • 15 მარტი 2018 19:45
ლოცვაში ვატარებდი დღეებს :(

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით