კვირკველიას შანსი და სიმეონეს ამოუცნობი გადაწყვეტილება » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

კვირკველიას შანსი და სიმეონეს ამოუცნობი გადაწყვეტილება

15-03-2018, 13:12

ევროპა ლიგის განმეორებით შეხვედრაში მადრიდელთა თავკაცი დიეგო სიმეონე 3 ძირითად ფეხბურთელს დაასვენებს. ესპანური მედიის ინფორმაციით, არგენტინელი "ლოკომოტივთან" ობლაკს, გამეიროსა და კოშტას არ ათამაშებს.

მიუხედავად იმისა, რომ "ატლეტიკომ" შინ 3:0 მოიგო, რუსეთში, მარტივი მატჩი არ ელის, თუმცა სიმეონემ ძირითადი ფეხბურთელების სათადარიგოთა სკამზე დატოვება იმით ახსნა, რომ სამივეს მცირე ტრავმა აწუხებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ლეგიონერის სოლომონ კვირკველიას "ლოკომოტივმა" ესპანეთში "ატლეტიკოს" ბარიერი ვერ გადალახა, თუმცა წინ კიდევ 90 წუთია და 1/16 ფინალიდან "ნიცას" გამოგდების შემდეგ, რუსებისგან არაფერია გამორიცხული.



  • goga1996
  • 15 მარტი 2018 19:46
ნიცა მომიტ,,,ვს თვქენ რო გიზამენ :დდ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით