• 05-08-2023
    ოფიციალურად: "სიტიმ" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველის ტრანსფერი განახორციელა
    ოფიციალურად: "სიტიმ" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველის ტრანსფერი განახორციელა

    "მანჩესტერ სიტიმ" 21 წლის ცენტრალური მცველის, იოსკო გვარდიოლის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 

    ხორვატმა უკანახაზელმა "სიტიზენებში" სამედიცინო შემოწმება გაიარა. "ქალაქელებთან" მან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

    აღსანიშნავია, რომ გვარდიოლი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა. "რედ ბულ ლაიფციგს" ახალგაზრდა მცველში 90 მილიონი ევრო გადაუხადეს.

    "ყოველთვის ვოცნებობდი ინგლისში თამაშზე და ის, რომ ამას "მანჩესტერ სიტიში" გავაკეთებ - მათ მიერ გასულ სეზონში ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით - ჩემთვის დიდი პატივია.

    ყველამ, ვინც "სიტის" თამაში ნახა, იცის, რომ ეს მსოფლიოში საუკეთესო გუნდია. ტრიპლეტის მოგება ყველაფერზე მეტყველებს," - თქვა გვარდიოლმა.

    შეგახსენებთ, რომ გვარდიოლმა თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა კატარის მუნდიალზე, სადაც ხორვატიის ნაკრებმა მე-3 ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, 21 წლის მოთამაშემ "ლაიფციგში" გერმანიის თასი ზედიზედ ორჯერ მოიგო.

    Facebook კომენტარები