პაპუნაშვილი ლა ლიგას მიუახლოვდა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

პაპუნაშვილი ლა ლიგას მიუახლოვდა

18-03-2018, 14:21

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში "სარაგოსამ" გასვლაზე "ოსასუნას" დამარცხება 1:2 მოახერხა და ლა ლიგაში გადასასვლელ საპლეიოფო ზონაში ადგილი დაიმკვიდრა.

აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა და "სარაგოსას" შემტევმა გიორგი პაპუნაშვილმა, რომელსაც ვარჯიშზე მიღებული ტრავმა აწუხებს.

ამ მომენტისთვის "სარაგოსა" ლა ლიგა 2-ში მე-6 ადგილს იკავებს და რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ თუ აღნიშნული პოზიცია შეინარჩუნა, ან უფრო ზევით ავიდა, ესპანეთის უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძოლებს.



  • beka10
  • 18 მარტი 2018 14:22
კარგია ნამდვილად <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით