3 გოლი და 1 ავტოგოლი

18-03-2018, 15:32

ავსტრიის  ბუნდესლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში ვენის "რაპიდმა" "ვოლფსბერგერს" უმასპინძლა და ანგარიშით 5:1 გაანადგურა. აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ქვილითაიამ 4 გოლის გატანა შეძლო.

ქვილითაიამ 3 მეტოქე გუნდის კარში, ხოლო ერთი საკუთარ კარში შეაგდო და საბოლოო ჯამში გუნდს მორიგი სამი ქულა მოუტანა. ქართველისთვის ეს მიმდინარე სეზონში მე-6 გოლი აღმოჩნდა.



  • goga1996
  • 18 მარტი 2018 15:33
მაინც ჩაუსვა რა :დ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით