იკარდი: "სამპაოლის გადაწყვეტილება მართებულია" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

იკარდი: "სამპაოლის გადაწყვეტილება მართებულია"

19-03-2018, 20:38

რამდენიმე დღის წინ ხორხე სამპაოლიმ ამხანაგური შეხვედრებისთვის არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც "სერია ა-ს" ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი, მაურო იკარდი არ შევიდა. 

აღნიშნულ თემაზე თავად ფეხბურთელმა გააკეთა კომენტარი. "ინტერის" კაპიტანმა სამპაოლის გადაწყვეტილებას მართებული უწოდა.

"შემადგენლობების გამოცხადებამდე სამპაოლის ვესაუბრე და წინასწარ ვიცოდი, რომ სიაში არ ვიყავი. ტრავმის გამო, ზედიზედ ოთხი მატჩის გამოტოვება მომიწია და მწვრთნელი სწორად მოიქცა, რომ სხვა ფეხბურთელები გამოიძახა". - ამბობს იკარდი 



  • AM11
  • 19 მარტი 2018 22:10
მაინც უნდა მიეცა შანსი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით