კაკაბაძეს ულამაზესი გოლი გაუუქმეს

20-03-2018, 00:14

კვირას გაიმართა ლა ლიგა 2-ის 31-ე ტურის მატჩი, რომელშიც "ხიმნასტიკმა" "კორდობას" უმასპინძლა და ანგარიშით 0-2 დამარცხდა.

მასპინძელთა მხრიდან სრული, 90 წუთი გაატარა მინდორზე ქართველმა მარჯვენა მცველმა, ოთარ კაკაბაძემ.

აღსანიშნავია, რომ 22 წლის ფეხბურთელმა ერთ ეპიზოდში გოლიც კი გაიტანა. კაკაბაძემ თავისი გუნდის ნახევრიდან წამოიღო ბურთი და ზუსტი დარტყმითაც დააგვირგვინა, თუმცა, საბოლოოდ გოლი არბიტრმა საეჭვოდ გააუქმა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "ხიმნასტიკი" მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 4 ქულით ასწრებს.
 


Ra goli gauuqmes amati deda

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით