"ტოტენჰემი" ალდერვეირელდის გასაყიდად მზადაა

21-03-2018, 00:32

ბელგიური გამოცემა HLN-ს ინფორმაციით, ლონდონის "ტოტენჰემი" მზადაა მომავალ ზაფხულს გუნდის ცენტრალური მცველი, ტობი ალდერვეირელდი გაყიდოს.

როგორც ცნობილია, "მამლები" დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ ბელგიელ ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას, თუმცა მუდამ უარყოფით პასუხს იღებდნენ.

ალდერვეირელდის გამოსასყიდი თანხა 25 მილიონი ევროა, რომელიც 2019 წლის ზაფხულში ამოქმედდება. ლონდონელებს კი არ სურთ ფეხბურთელის ასე იაფად გაშვება. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ტობი მომავალ ზაფხულს 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ტოტენჰემს" დატოვებს და რომელიმე ევროპულ გრანდს შეუერთდება.


  • levani25
  • 21 მარტი 2018 12:52
წამოვიდეს მილანში

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით