"ინტერს" კოვაჩიჩს დაბრუნება სურს

21-03-2018, 18:03

იტალიური გამოცემა Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანის "ინტერი" სერიოზულად არის დაინტერესებული მადრიდის "რეალის" ხორვატი ნახევარმცველის, მატეო კოვაჩიჩის დამატებით.

წყაროს ცნობით, "ნერაძურიმ" უკვე მიმართა შეთავაზებით "სამეფო კლუბის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს. როგორც ცნობილია, მილანელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ "თეთრებმა" კოვაჩიჩი 2016 წელს სწორედ "ინტერიდან" გადმოიყვანეს 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ. შესაბამისად, ძნელად წარმოსადგენია, რომ მადრიდელებმა ხორვატი ნახევარმცველი ასე იაფად დათმონ.



  • tsandro
  • 21 მარტი 2018 18:12
ეგ ფული გადაახურდაონ და მერე იციან რაცუნდა ქნან

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით