"მანჩესტერ იუნაიტედი" ალდერვეირელდში 44 მილიონ ფუნტს იხდის

22-03-2018, 01:34

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ტოტენჰემის" ცენტრალური მცველი, ტობიას ალდერვეირელდი თავის გუნდთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებს და "დეზების" დატოვებას აპირებს. 

რა თქმა უნდა, ბელგიელ ფეხბურთელს არაერთი მსურველი ჰყავს, რომელთა შორის არის "მანჩესტერ იუნაიტედი".

ბელგიურ HLN-ს თუ ვენდობით, "წითელი ეშმაკები" მზად არიან, რომ 29 წლის უკანახაზელში 44 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადონ.

შეგახსენებთ, რომ ტობი ალდერვეირელდს ლონდონელებთან კონტრაქტი 2019 წლამდე აქვს გაფორმებული. 



  • AM11
  • 22 მარტი 2018 01:43
umagresi kaci

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით