"დინამო თბილისის" ფეხბურთელებმა წილკანში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს

22-03-2018, 22:12

ქართველი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ახლაც გრძელდება. 

დღეს "დინამო თბილისის" მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელები, ფანები და კლუბის მფლობელი, რომან ფიფია წილკანში ჩავიდნენ და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს. 

"ჩვენი ვალია, დღეს აქ ვიყოთ და ამ ოჯახს მივუსამძიმროთ. რაც შეგვიძლია, ის უნდა გავაკეთოთ თითოეულმა. მაგრამ, ოდესღაც, ეს უნდა დასრულდეს". - ამბობს რომან ფიფია 

"დინამო თბილისის" ვეტერანები შევიკრიბეთ და მოვედით, რათა ოჯახისათვის მიგვესამძიმრებინა. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. ტატუნაშვილი ნამდვილად თანამედროვე საქართველოს გმირია". - განაცხადა მანუჩარ მაჩაიძემ 


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით