ბენზემას 3 ინგლისური გრანდი იწვევს

23-03-2018, 13:19

მადრიდის "რეალის" ფრანგი თავდამსხმელი კარიმ ბენზემა სამეფო კლუბს დიდი ალბათობით ზაფხულში დატოვებს. ამის მიზეზი არასტაბილური და უგოლო შეხვედრებია, რომელიც კარიმს მიმდინარე სეზონში ბევრი დაუგროვდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბენზემას შეძენით 3 ინგლისური გრანდია დაინტერესებული. წყაროს ცნობით, "ლივერპული", "სიტი" და "არსენალი" სამეფო კლუბის ცხრიანისთვის ზაფხულში იბრძოლებენ. აქვე აღსანიშნავია, რომ პერესი ფრანგი შემტევის გაყიდვას მინიმუმ 50 მილიონ ევროდ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ბენზემა ესპანურ გრანდში წლებია ირიცხება და კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. მიმდინარე სეზონში კარიმა 33 შეხვედრის ჩატარება შეძლო და მეტოქე გუნდების კარის აღება 8-ჯერ შეძლო. 



  • goga1996
  • 23 მარტი 2018 14:16
ლივერპულში ვერ გაქაჩავს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით