აგენტი: "კონდოგბია "რეალში" არ გადადის"

24-03-2018, 23:34

ბოლო დროს ხშირი იყო საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ანდალუსიის "ვალენსიას" ცენტრალური ნახევარმცველი, ჯეფრი კონდოგბია შესაძლოა მადრიდის "რეალში" გადასულიყო.

ამ თემაზე კომენტარი თავად 25 წლის ფეხბურთელის აგენტმა გააკეთა.

"მისი ოცნებაა, რომ "ვალენსიასთან" ერთად შეძლოს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში."

"რაც შეეხება მის "რეალში" თამაშს. ამ ჭორების მიზეზი ალბათ მისი 2013 წლის ინტერვიუ გახლავთ, სადაც მან იხუმრა, რომ მადრიდულ გრანდში სურდა თამაში."

"სიმართლე გითხრათ, ჯეფრის "რეალში" თამაშზე ბევრი არაფერი ვიცი. თუმცა, მისი ნაჩვენები შედეგებისგან გამომდინარე არაა გასაკვირი, რომ მას "სამეფო კლუბს" უკავშირებენ." - აცხადებს კონდოგბიას აგენტი.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით