პირველადი ცნობით ანანიძის ტრავმა სერიოზულია » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

პირველადი ცნობით ანანიძის ტრავმა სერიოზულია

25-03-2018, 12:37

საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლიტვასთან თბილისში გამართა და მეტოქის დამარცხება 4:0 მოახერხა, სერიოზული ტრავმა მიიღო მოსკოვის "სპარტაკისა" და "ჯვაროსნების" ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ.

რუსული გამოცემა Sport-express-ის ცნობით, ანანიძის ტრავმა სერიოზულია, მას მუხლის ჯვარედინი იოგები აქვს დაზიანებული და მოედანზე გასვლას გარკვეული დროის განმავლობაში ვერ შეძლებს, თუმცა ოფიციალური პასუხი ჯერ მაინც ცნობილი არაა. მედიკოსები ანანიძის ტრავმის შესახებ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებენ.

ჯანომ ლიტველთა წინააღმდეგ დაზიანება მატჩის მე-6 წუთზე მიიღო და სამედიცინო პერსონალმა იგი მოედნიდან საკაცით გაიყვანა.



  • beka10
  • 25 მარტი 2018 12:39
ძალიან ცუდი ამბავია რა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით