ჯიქიამ ანანიძეს თანადგომა გამოუცხადა

25-03-2018, 15:47

გუშინ გაიმართა ამხანაგური შეხვედრა, რომელშიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ანგარიშით 4:0 სძლია ლიტვას. თუმცა, სამწუხაროდ, მატჩის პირველ ტაიმში გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯანო ანანიძემ სერიოზული ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა.

როგორც რუსული გამოცემები იტყობინებია, ჯანოს მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი და ოპერაციას საჭიროებს.

ანანიძის ტრავმას გამოეხმაურა რუსეთის ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" მარჯვენა მცველი, გიორგი ჯიქია, რომელმაც ზამთარში ასევე მძიმე ტრავმა მიიღო და ამის გამო მომავალ მუნდიალს ტოვებს.

"ჯანჩიკ, ყველაფერს გავარღვევთ. ამაზე უფრო უარესი მომენტებიც გვინახავს! პუპს, შენს გვერდით ვარ!" - წერს თავის ოფიციალურ ინსტაგრამზე ჯიქია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით