ვენგერს "დორტმუნდის" ყოფილი მწვრთნელი ჩაანაცვლებს

26-03-2018, 10:37

"Daily Mail"-ის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალი" ზაფხულში ვენგერს გაუშვებს. წყაროს ცნობით, "მეთოფეების" მესვეურებმა ახალი მწვრთნელის ვინაობა გაასაჯაროეს და ახალი სეზონიდან ლონდონელებს ტომას ტუხელი გაწვრთნის.

გავრცელებული ინფორმაციით, "არსენალის" დელეგაცია ტუხელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ისიც აღსანიშნავია, რომ გერმანელი მწვრთნელი ინგლისში მუშაობითაა დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ ტუხელი "დორტმუნდის" მწვრთნელი იყო. ვენგერის გაშვების მიზეზი კი ის შედეგებია, რომელსაც "არსენალი" 2-3 წელია აჩვენებს.



  • goga1996
  • 26 მარტი 2018 14:35
kai kacia mara vengeri martla gaushvit ra

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით