საქართველო - ესტონეთი 2:0 » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

საქართველო - ესტონეთი 2:0

27-03-2018, 20:49

დღეს თბილისის დროით 19:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ესტონეთს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა და მეტოქე გუნდი 2:0 დაამარცხა. 

შეხვედრის პირველი ნახევარი ჩვენებურთა უპირატესობით წარიმართა. "ჯვაროსანთაგან" პირვველი გოლი მატჩის მე-6 წუთზე ჯიმი ტაბიძემ გაიტანა და საქართველოს ნარები დააწინაურა, ხოლო 35-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვლმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი გაიტანა და სხვაობა ორბურთიანი გახადა.

მეორე ტაიმშიც სიტუაციას მოედანზე ქართველი ფეხბურთელები აკონტროლებდნენ. ყველაზე რეალური შანსი ჰქონდა ნიკა კაჭარავას, თუმცა მან მომენტის გამოყენება ვერ მოახერხა. ტაიმის მიწურულს გოლის გატანა ასევე შეეძლო გიორგი აბურჯანიას, თუმცა მისი დარტყმული მეტოქე გუნდის კარს აცდა. დამატებით წუთზე თავისი შანსი გიორგი ქვილითაიასაც მიეცა, თუმცა "რაპიდის" ფორვარდსაც ხელი მოეცარა.

საქართველოს ნაკრებმა 2018 წლის პირველი სპარინგ მატჩები გამარჯვებით დაასრულა და გულშემატკივარს მომავლის იმედი ჩაუსახა.



  • beka10
  • 27 მარტი 2018 20:49
ბრავო ბიჭებს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით