"ნაპოლი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია

28-03-2018, 12:50

როგორც იტალიური სპორტული გამოცემები იუწყებიან, "ნაპოლი" თავის ამჟამინდელ მწვრთნელთან მაურისიო სარისთან ახალი კონტრაქტის დეტალებს ვერ ათანხმებს და გუნდის ხელმძღვანელობა ახალი დამრიგებლის ძიებაშია.

ყველაზე აქტიურად ნეაპოლიტანელები კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელის ლუის ენრიკეს კანდიდატურას განიხილავენ, რომელიც ამჟამად უმუშევარია.

გარდა ამისა, "ნაპოლის" ბოსების სიაში მარკო ჯამპაოლოსა და სიმონე ინძაგის სახელებიც ფიგურირებს.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონატში მეორე ადგილზე იმყოფება.


  • levani25
  • 28 მარტი 2018 14:12
აუ რატო უშვებენ ამას :/

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით