"იუვენტუსი" სატრანფერო ბაზარზე გერმანულ გრანდებს შეერკინება » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"იუვენტუსი" სატრანფერო ბაზარზე გერმანულ გრანდებს შეერკინება

29-03-2018, 16:25

"კიოლნი" ბუნდესლიგიდან გავარდნასთან ძალიან ახლოსაა და თუ სეზონის ბოლომდე არაფერი შეიცვალა, უნდა ველოდოთ, რომ კლუბს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დატოვებს.

ერთ-ერთი მათგანი "კიოლნისა" და გერმანიის ნაკრების მარცხენა ფლანგის მცველი იონას ჰექტორია, რომლის შეძენით დიდი ხანია მიუნხენის "ბაიერნი" და დორტმუნდის "ბურუსია" არიან დაინტერესებულნი.

თუ "Gazzetta dello Sport"-ს დავუჯერებთ, ზაფხულში გერმანელი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ტურინის "იუვენტუსიც" ჩაერთვება და უკეთესი პირობებით შეეცდება ჰექტორის მოხიბვლას.

აღსანიშნავია, რომ 27 წლის ფეხბურთელის კონტრაქტში არსებული ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, თუ "კიოლნი" ქვედა დივიზიონში დაქვეითდა, მისი გამოსყიდვა 10 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.



  • levani25
  • 29 მარტი 2018 17:26
ბაიერნმა თუ მოინდომა არავის გააკარებს.. გერმანელია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით