• 06-08-2023
    "რომამ" მაკტომინეის დაუმიზნა
    "რომამ" მაკტომინეის დაუმიზნა
    ავტორი
    Aa

    "მანჩესტერ იუნაიტედის" შოტლანდიელი ნახევარმცველით, სკოტ მაკტომინეით იტალიური "რომა" დაინტერესდა.

    ჟურნალისტ საშა ტავოლიერის ინფორმაციით, "ემიუ" 26 წლის შუახაზელს 40 მილიონ ფუნტად აფასებს, "ჯალაროსის" ინტერესი კი საკმაოდ რეალურია.

    "მანჩესტერ იუნაიტედმა" სკოტ მაკტომინეიზე "ვესტ ჰემის" პირველი შეთავაზება უარით გაისტუმრა და ფეხბურთელში კვლავ 40 მილიონ ფუნტს ითხოვს.

    შოტლანდიელი ნახევარმცველი იმყოფება "რომას" სასურველ სიაშიც, იმ შემთხვევაში, თუ გუნდს ნემანია მატიჩი დატოვებს," - დაწერა ტავოლიერმა ტვიტერზე.

    "ვესტ ჰემი" ამსტერდამის "აიაქსის" მექსიკელ ფეხბურთელზე, ედსონ ალვარესზე გადაერთო, რაც "მგლებს" კონკურენტის გარეშე ტოვებთ. რაც შეეხება მატიჩს, იგი ფრანგულ "რენს" უახლოვდება.

    აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში სკოტმა 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ პრემიერ ლიგაში სულ 10 მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობიდან. თავი მან 3 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები