"ბარსელონა" მცველებს ეძებს

29-03-2018, 23:21

ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს ახალი მცველის დამატებას გეგმავს.

წყაროს ცნობით, კატალონიური გრანდი სერიოზულად არის დაინტერესებული ანდალუსიის "სევილიას" ახალგაზრდა მცველის, კლემენტ ლენლეს შეძენით. როგორც ცნობილია, "ბლაუგრანა" 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.

გარდა ამისა, "ბარსას" რადარზე "რედ ბულ ლაიფციგის" 21 წლის ცენტრალური მცველი, ტილო კერერიც გამოჩნდა. ხსენებული ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში ბრწყინვალედ გამოიყურება და არაერთი ევროპული გრანდის სამიზნე გახდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გავრცელებული ჭორების თანახმად სამუელ უმტიტი "ბარსას" დატოვებას აპირებს და როგორც ჩანს, კატალონიელებმა მის შემცვლელზე ფიქრი უკვე დაიწყეს.



  • tsandro
  • 29 მარტი 2018 23:21
ლენლე კაი იგროკია ძაან

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით