"ვალენსია" სოლერის გაყიდვას არ გეგმავს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"ვალენსია" სოლერის გაყიდვას არ გეგმავს

30-03-2018, 21:18

ბოლო დროს ხშირი იყო საუბრები იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალი" სერიოზულად იყო დაინტერესებული "ვალენსიას" ახალგაზრდა ნახევარმცველის, კარლოს სოლერის შეძენით. დღეს ამ თემაზე საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

გამოცემა Super Deporte-ს ცნობით, ვალენსიური კლუბი სოლერის გაყიდვას არ გეგმავს. როგორც ცნობილია, მადრიდელებმა "ღამურებს" 40 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ნახევარმცველს კონტრაქტი "ვალენსიასთან" 2021 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა. შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში "რეალს" სწორედ ამდენის გადახდა მოუწევს მის შესაძენად.



  • tsandro
  • 30 მარტი 2018 21:35
არადა კაი იგროკია ეს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით