პარიზში ტუხელის კანდიდატურას განიხილავენ

30-03-2018, 21:27

დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის ბოლოს ფრანგული "პსჟ" მთავარ მწვრთნელ უნაი ემერს თანამდებობიდან გაუშვეს. ევროპულ პრესაში კი მის სავარაუდო შემცვლელზე უკვე დაიწყო საუბრები.

გამოცემა AS-ის ინფორმაციით, ესპანელ სპეციალისტს პარიზულ გუნდში დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, თომას ტუხელი ჩაანაცვლებს.

წყაროს ცნობით, 44 წლის სპეციალისტმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები "პსჟსთან" და სავარაუდოდ, ლიგა 1-ის დასრულებისთანავე ჩაუდგება ის გუნდს სათავეში.



  • tsandro
  • 30 მარტი 2018 21:35
მსგავსი დონის ტრენერებს საიდან აძრობენ :|

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით