ლიზარაზუა: "ვიდეორეფერი სექსს ჰგავს სიამოვნების გარეშე"

1-04-2018, 22:07

ვიდეო გამეორება ნელ-ნელა თანამედროვე ფეხბურთში ინერგება. როგორც ცნობილია, მას მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზეც გამოიყენებენ, თუმცა კვლავ არის ხალხის გარკვეული კატეგორია, რომლებიც თვლიან, რომ ვიდეო რეფერი ფეხბურთს დააზიანებს. მათ შორის გახლავთ მსოფლიოს ჩემპიონი ბიქსენტ ლიზარაზუ.

"ვიდეო რეფერი ჰგავს სექსს, სიამოვნების გარეშე. სწორედ ასეთი გრძნობა დამეუფლა როდესაც მატჩს ვუყურე."

"მაგალითად, გუშინ "მონაკოს" ქომაგებმა გაიხარეს ფალკაოს გოლის ეპიზოდში, თუმცა შემდეგ ამ გამეორებამ ყველაფერი გააფუჭა. ეს უბრალოდ საშინელებაა."

"ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ფანები აღარ გაინტერესებს. ისინი ფეხბურთის შემადგენელი ნაწილები არიან და ვიდეოგამეორება უბრალოდ აფუჭებს მათ სიხარულს." - აცხადებს ლიზარაზუ.



  • tsandro
  • 1 აპრილი 2018 21:36
ვეთანხმები სრულიად

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით