ისტორიაში პირველად, "ტოტენჰემმა" "სტემფორდ ბრიჯზე" იმარჯვა

1-04-2018, 22:30

დღეს გაიმართა ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურის მატჩი, რომელშიც ლონდონის "ჩელსიმ" თანაქალაქელ "ტოტენჰემს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

საინტერესოა, რომ "მამლებმა" ისტორიაში პირველად მოახერხეს "სტემფორდ ბრიჯზე" გამარჯვების მოპოვებმა.

"ტოტენჰემმა" პრემიერლიგის ეგიდით დღემდე სულ 25 შეხვედრა გამართა "ჩელსის" სტადიონზე, თუმცა აქამდე გამარჯვება არ ჰქონიათ მოპოვებული. 26-ე ცდა კი როგორც ხედავთ, წარმატებული აღმოჩნდა.

ამ მოგების შედეგად სტუმრებმა უკვე 8 ქულით გადაასწრეს "არისტოკრატებს" და შეიძლება ითქვას, რომ გაინაღდეს ადგილი ჩემპიონთა ლიგაზე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით