ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასმა 3 მილიონს გადააჭარბა

1-04-2018, 22:47

ცნობილმა გამოცემა Transfermarkt-მა, რომელიც ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასებს ადგენს ხოლმე, ბოლო პერიოდის მონაცემები გამოაქვეყნა.

საინტერესოა, რომ ერთი-ორად არის გაზრდილი ბელგიური "გენტის" ქართველი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი. კერძოდ, მისი ამჟამინდელი ღირებიულება ამჟამად 3 მილიონ ევროს აღემატება, მაშინ, როცა იანვრის თვეში გამოცემა მას დაახლოებით 1.2 მილიონ ევროდ აფასებდა.

ასეთი ზრდა კი რა თქმა უნდა, მისმა დამაჯერებელმა თამაშმა გამოიწვია. ჩაკვეტაძე უკვე ნელ-ნელა ყალიბდება "გენტის" ძირითადი გუნდის წევრად.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელებიდან 18 წლის ნახევარმცველზე უფრო დიდი ფასი მხოლოდ ერთ მოთამაშეს, სოლომონ კვირკველიას ადევს. მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველი მცველის ფასი ამჟამად 5.5 მილიონ ევროს შეადგენს.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით