პერისიჩი: "ჩემპიონთა ლიგის საგზურს არავის დავუთმობთ" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

პერისიჩი: "ჩემპიონთა ლიგის საგზურს არავის დავუთმობთ"

3-04-2018, 15:09

4 აპრილს "მილანი" სერია ა-ს გადადებული, 27-ე ტურის მატჩს თანაქალაქელი "ინტერის" წინააღმდეგ გამართავს. დერბიმდე რამდენიმე დღით ადრე "ნერაძულის" ერთ-ერთი ლიდერი ივან პერისიჩი აპენინურ მედიას გაესაუბრა.

"ბოლო ორი-სამი კვირა ბევრი ვიმუშავეთ, ტაქტიკურად ცოტა შევიცვალეთ და თავადაც ნახეთ, რომ წინ ძალიან სწრაფად მივდივართ. გოლები, რომლებიც ბოლო მატჩებში გავიტანეთ, უბრალოდ შექმნილი შანსებიდან არ გასულა". 

"მნიშვნელობა არ აქვს ვინ გაიტანს, მთავარია, რომ "ინტერმა" მოიგო. დერბისთვის უკვე მოტივირებულები ვართ. "მილანმა" ძალიან მოუმატა და შეუძლებელისთვის იბრძვის, ჩვენ კი არ ვაპირებთ, სეზონი ლიგის საგზურის გარეშე დავასრულოთ".

"დერბის მხოლოდ მე-4 ადგილისთვის ბრძოლის დატვირთვა არ აქვს, ეს ბევრად მეტს ნიშნავს ამ გუნდების გულშემატკივრებისთვის. ჩვენ ქომაგებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ კრიზისი წარსულში დარჩა", - განაცხადა პერისიჩმა.



  • levani25
  • 3 აპრილი 2018 16:12
მერდა ივან მერდა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით