მონტელა: "ბაიერნთან" სიკვდილამდე ვიბრძოლებთ"

3-04-2018, 16:31

მიუნხენის "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩის წინ "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ პრესკონფერენციაზე რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

"ერთდროულად სამ დიდ ტურნირზე თამაში მარტივი არ არის. ბევრ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ენერგიას ვხარჯავთ. მაგრამ ეს ფაქტი გვაბედნიერებს ჩვენც და გუნდის ქომაგებსაც, ისინი ყოველ 3 დღეში ერთხელ დიდ მატჩს ნახულობენ".

"ფიზიკური კონდიციებზე რა გითხრათ, მაგრამ მოტივაციის მხრივ ყველაფერი რიგზეა. მეტოქის შესაძლებლობებზე ბევრის საუბარი არ ღირთ. ისინი მეტოქეს ყოველთვის წნეხის ქვეშ ამყოფებენ და რაც შეიძლება მეტი გოლის გატანას ცდილობენ".

"დასაკარგი არაფერი გვაქვს, ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების გვწამს და გულშემატკივრებს ვარწმუნებ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, "სევილია" მეოთხედფინალში სიკვდილამდე იბრძოლებს", - დასძინა იტალიელმა.

შეგახსენებთ, რომ "სევილიასა" და "ბაიერნის" მატჩი ესპანეთში "სანჩეს პისხუანზე" გაიმართება. შეხვედრა 3 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.


  • levani25
  • 3 აპრილი 2018 16:53
შეეტყო ვინჩენცოს შიში :D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით