ჰაინკესი: "გაიხსენეთ, როგორ დაასრულა "იუნაიტედმა" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ჰაინკესი: "გაიხსენეთ, როგორ დაასრულა "იუნაიტედმა"

3-04-2018, 16:53

"სევილიასთან" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩის წინ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

"სევილიას" ქომაგები მოედანზე საოცარ ატმოსფეროს ქმნიან, თუმცა "ბაიერნის" დიდებული ისტორიის დამსახურებით ჩვენს გუნდში მყოფი ფეხბურთელების უმრავლესობა ასეთი წნეხს მარტივად გაუძლებენ".

"ჩვენ მუდამ გამარჯვებაზე ვართ ორიენტირებული და ფრე მისაღები არაა. მიუხედავად ამისა, მეტოქის შესაძლებლობები უნდა დავაფასოთ. უბრალოდ გაიხსენეთ, როგორ დაასრულა "მანჩესტერ იუნაიტედმა" ამ გუნდთან პაექრობა, როდესაც სევილიადან ნულოვანი ფრე წაიღო". 

"შეხვედრას დიდებული განწყობით ვხვდებით. ფეხბურთელების უმრავლესობა კარგ ფიზიკურ კონდიციაშია. ხამესი ერთ-ერთი მთავარი კოზირი იქნება. მას "ბაიერნში" მოსვლამდეც ვიცნობდი. როდესაც გუნდი ჩავიბარე, როდრიგესი ფიზიკურად მზად არ იყო, ახლა კი სულ სხვა მოთამაშედ იქცა".

"სატრანსფერო ჭორები? ამაზე საუბარი არ მსურს. ახლა მხოლოდ ის მევალება, რომ "სევილიასთან" კარგი თამაში ვაჩვენოთ და შინ გამარჯვებით დავბრუნდეთ", - განაცხადა გამოცდილმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ "სევილიასა" და "ბაიერნის" მატჩი ესპანეთში "სანჩეს პისხუანზე" გაიმართება. შეხვედრა 3 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.




  • levani25
  • 3 აპრილი 2018 16:54
კაი 0-5-ია მინიმუმ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით