ჰაინკესი: "ფეხბურთელებმა პირველ ტაიმში ძალიან ბევრჯერ დაკარგეს ბურთი"

4-04-2018, 10:20

3 მარტს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა, რომელშიც "სევილიამ" "ბაიერნს" უმასპინძლეს და მატჩი 1:2 დათმეს. თამაშის დასრულების შემდეგ, კომენტარი გერმანელთა თავკაცმა იუპ ჰაინკესმა გააკეთა.

"ცუდი ფაქტია ის, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა პირველ ტაიმში ძალიან ბევრჯერ დაკარგეს ბურთი და ამისთვის დაისაჯნენ კიდეც. მეორე ტაიმში ძალების მობილიზება მოვახერხეთ და შედეგი ჩვენს სასარგებლოდ დაფიქსირდა.

ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო და მჯერა, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით განმეორებით შეხვედრაში წაგვადგება. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი სრულფასოვანი გახდეს საჭიროა განმეორებით შეხვედრაშიც დადებითი შედეგი ვაჩვენოთ", - განაცხადა გერმანელმა.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა "ბაიერნსადა" და "სევილიას" შორის 10 აპრილსაა დაგეგმილი.


  • beka10
  • 4 აპრილი 2018 11:10
legenda saxelad iupi <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით