გატუზო: "პირველად, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დერბი მნიშვნელოვანია"

4-04-2018, 14:24

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ "დელა მადონინას" წინ გამართულ პრესკონფერენციაზე რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა. რინომ აღნიშნა, რომ "ინტერი" ბოლო მატჩებში შეიცვალა და მათთან პაექრობა საკმაოდ რთული იქნება.

"ინტერმა" კრიზისი დაასრულა - მათ ბოლო 4 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანეს და თავად არცერთი გაუშვიათ. ასეთი სტატისტიკა კი ყველაფერზე მეტყველებს. მათ კარგი ფორმა დაიბრუნეს და ჩვენ საუკეთესოდ უნდა ვითამაშოთ. იმედი მაქვს, რომ "მილანს" გამოუვა ისეთივე კარგი ფეხბურთის ჩვენება, როგორც შაბათს ტურინში".

"მიხარია, რომ გულშემატკივარი დავაბრუნეთ. მათ მოხსნეს ბოლო წლების რეკორდი გაყიდული ბილეთების მხრივ და ეს ახალი გუნდის შენებისთვის კარგი დასაწყისია. ვამაყობ "მილანის" ქომაგებით. მჯერა, რომ დღეს ბოლომდე გვერდში დაგვიდგებიან".

"ბონუჩიმ თქვა, რომ გუნდს ტოპ კლასის მოთამაშეები ჭირდება, რაც ძალიან არ მომეწონა. არ მინდა, ეს სიტყვები გამოიყენონ და ისე გაიგონ, თითქოს "მილანში" მიმდინარე მოვლენებს ის წყვეტს. ამ საკითხზე ფიქრისთვის "მილანს" ხელმძღვანელები ჰყავს".

"ჰაკანს გავუბრაზდი? მე ხშირად ვბრაზობ და ფეხბურთელები ამას მიჩვეულები არიან. ჩალჰანოღლუსთან საუბარი მქონდა და ყველაფერი რიგზეა. ვიმედოვნებ, ამ ფაქტზე ჭორებს არავინ ააგებს".

"ინტერი" ალბათ 4-2-3-1 სქემას დაგვიპირისპირებს. მე კი მინდა, რომ ისეთივე სანახაობა ვაჩვენოთ, როგორც "იუვესთან". თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ტურინელებმა ბონუჩსა და ბილიას ურთიერთქმედების საშუალება არ მისცეს. ეს მათი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო, ამიტომ მომავალში ამისთვის მზად უნდა ვიყოთ".

"როცა "მილანი" შეკრულ, გუნდურ თამაშს თამაშობს და მეტოქეს ბოჭავს, მაშინ საქმე კარგად მიგვდის... ტაქტიკის მხრივ ცვლილებების განხორციელებას არ ვგეგმავ, მაგრამ ამ დეტალებზე საუბარიც არ მინდა. ცვლილებებისთვის დიდი დროა საჭირო, ბევრი ვარჯიში და ექსპერიმენტები. ახლა სეზონის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ვიმყოფებით და ცდების ჩატარებამ შეიძლება ყველაფერი დაანგრიოს".

"ახლა მთავარი ის არის, რომ პირველად, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დერბი მნიშვნელოვანია და უფლება არ გვაქვს, ამ მატჩს სრული სათანადოდ არ მივუდგეთ", - განაცხადა რინომ.



  • levani25
  • 4 აპრილი 2018 17:06
დღეს დერბს მილანი იგებს ფორცა მილან

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით