სპალეტი: "მილანის" დამარცხება სეზონის მშვიდად დასრულებაში დაგვეხმარება"

4-04-2018, 16:33

მილანური დერბის წინ "ინტერის" თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და "მილანთან" უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება. "ინტერი" საუკეთესოდ იასპარეზებს და მთელ ძალებს ჩადებს, რადგან გამარჯვების შემთხვევაში მთავარ კონკურენტებთან სხვაობას ძალიან გავზრდით და შემდეგ ყველაფერი ჩვენს ხელში იქნება".

"მიხარია, რომ ატმოსფერო შეიცვალა. ჩავარდნა წარსულში დარჩა, ბიჭებმა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მოუმატეს და ახლა შავ-ლურჯი მაისურით თამაშზე მთელი გულით ფიქრობენ".

"ამ შემთხვევაში სატურნირო ცხრილში დაკავებულ ადგილებს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ჩემპიონთა ლიგას დავუბრუნდეთ, რადგან ეს კლუბის სამომავლოდ განვითარებისთვის აუცილებელია".

"მილანი" ბურთს იდეალურად აკონტროლებს. ისინი უკნიდან თამაშობენ და შეტევაში ძალიან სწრაფად გადადიან. შეიძლება ერთ მომენტში ბონუჩიმ ბურთი მეკარის საჯარიმოში მოიპოვოს, მეორე წამს კი მისი გრძელი გადაცმით ვინგერი სახიფათო შეტევას ანვითარებს", - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ "მილანის" გამარჯვების შემთხვევაში გატუზოს გუნდი "ინტერთან" სხვაობას 5 ქულამდე შეამცირებს, "ლაციოსთან" კი - 4-მდე. წინ კი 8 ტური დარჩება.


  • levani25
  • 4 აპრილი 2018 17:06
დღეს დერბს მილანი იგებს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით